Belive

მეექვსედ კარიერაში - ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის მასტერსის ჩემპიონია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

რომის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, სტეფანოს ციციპასი ორ სეტში, ანგარიშით 6:0, 7:6 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული კარიერაში მეექვსედ გახდა. ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა ბერძენის დამარცხებით 1000 სარეიტინგო ქულა და 836 355 ევრო გამოიმუშავა, ციციპასი კი 600 ქულასა და 456 720 ევროს დასჯერდა. რომის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი იყო, რომელმაც შარშან ფინალში სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.


სხვა სტატიები