Belive

მატეო ბერეტინი ავსტრალიის ღია პირველობას ფეხის ტრავმის გამო ჩაეხსნა

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მატეო ბერეტინი ავსტრალიის ღია პირველობას ფეხის ტრავმის გამო ჩაეხსნა. იტალიელ ჩოგბურთელს 1/64-ფინალის შეხვედრა სტეფანოს ციციპასის წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ მის მაგივრად ახლა ბერძენს ზიზუ ბერგსი შეხვდება.

მატეო ბერეტინიმ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების გამო 2023 წლის არაერთი ტურნირი გამოტოვა. 27 წლის იტალიელი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობას ტერფის ტრავმის გამო მეორე რაუნდშივე გამოეთიშა, აგვისტოს შემდეგ ჩოგბურთელს საერთოდ არ უთამაშია.

ყოფილი მე-6 ნომერი ამჯერად ATP-ის 125-ე ადგილზე დაეცა.

მისთვის დიდი სლემის ტურნირებზე საუკეთესო შედეგი უიმბლდონზე 2021 წელს იყო, სადაც ფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.

სხვა სტატიები