Belive

მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 189-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ამერიკელი მეტოქე - ალიშა პარკსი (135) 2 სეტში, ანგარიშით 6:1, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. ქართველი ჩოგბურთელი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იანა ფეტსა (ხორვატია, 254) და პაულა ორმაეჩეას (არგენტინა, 154) შორის გამარჯვებულს შეხვდება, მატჩი ამ წუთებში მიმდინარეობს. მარიამ ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად, სადაც ჯერჯერობით არ უთამაშია, კიდევ ორი შეხვედრის მოგება სჭირდება.

სხვა სტატიები