Belive

მარიამ ბოლქვაძე ინდიან უელსის ტურნირს გამოეთიშა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში ახალი კვირიდან მასტერსის ტიპის ტურნირი - ინდიან უელსი დაიწყება. ტურნირზე უმაღლესი დონის მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ძირითადი ბადიდან დაიწყებენ თამაშს, თუმცა იქამდე სანამ ტურნისი მთავარი ეტაპი დაიწყება, ჩოგბურთელების გარკვეულ ნაწილს, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა უწევს. მარიამ ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგის 184-ე ნომერია, რომელიც ინდიან უელსის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრალიელი მედისონ ინგლსი გახლდათ, რომელიც რეიტინგის 127-ე ნომერია. ავსტრალიურ ქართული დაპირისპირება 2 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. ჯამში ინგლსმა ბოლქვაძე 2-სეტში, ანგარიშით 7:6(2); 6:2 მოუგო.

სხვა სტატიები