Belive

მაესტრო ფორმაშია

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის ღია პირველობაზე საკუთარი პირველი შეხვედრა ჩაატარა ჩოგბურთის მაესტრომ და ამჟამინდელი რეიტინგის მე-2 ნომერმა. 37 წლის როჯერ ფედერერი 22 წლის იაპონელ ნიშიოკას დაუპირისპირდა და 3 სეტში (6:2, 6:2, 6:4) მარტივად დაამარცხა. როჯერის შემდეგი მეტოქე ფრანგი ბენუა პერი იქნება, რომელმაც პირველ რაუნდში დენის ნოვაკი 4 სეტში დაამარცხა. როჯერ ფედერერსა და ბენუა პერის შორის შეხვედრა 30 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები