დღეს რაფაელ ნადალმა US OPEN-ის ფინალურ მატჩში დანილ მედვედევი დაამარცხა. 5-სეტიანი დაპირისპირება 4 საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში დიდი სლემის მე-19 ტიტული მოიპოვა.
აღნიშნული გამარჯვება ნადალს მადრიდის "რეალმა" სოციალურ ქსელში მიულოცა. როგორც მოგეხსენებათ, რაფაელი "ბლანკოსის" საპატიო წევრია.
"ლეგენდა, შეზღუდვების გარეშე. გილოცავთ US OPEN-ის დიდებულ გამარჯვებას. მადრიდის "რეალი" ამაყია, რომ ჰყავხარ გუნდის საპატიო წევრად," - ნათქვამია "რეალის" ოფიციალურ განცხადებაში.