Belive

კევინ ანდერსონი მამა გახდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უიმბლდონის ფინალისტი კევინ ანდერსონი მამა გახდა. სამხრეთ აფრიკელმა ჩოგბურთელმა ოჯახში მატების შესახებ Twitter-ში თავად დაწერა. კევინსა და მის მეუღლე კისლის გოგონა, კირა შეეძინათ. გოგონა 27 სექტემბერს დაიბადა, თუმცა ჩოგბურთელმა ინფორმაცია ახლახანს გაავრცელა. "ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან უნდა გაცნობოთ, რომ 27 სექტემბერს, კირა ო'ნილ ანდერსონი დაიბადა. კისლი, შენ გასაოცარი ხარ, ძალიან მიყვარხარ",-დაწერა 33 წლის ჩოგბურთელმა.

კევინ ანდერსონისთვის სეზონი უკვე დასრულებულია და ის მუხლზე ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის. აფრიკელს კარიერის განმავლობაში დიდი სლემის ორი ტურნირის ფინალში უთამაშია - 2017 წელს აშშ-ს ღია პირველობაზე და 2018 წელს უიმბლდონზე.

სხვა სტატიები