Belive

"კარლოს, მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელი ხარ" | ზვერევის მიმართვა ალკარასს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

გასულ კვირაში საჩოგბურთო პუბლიკამ მადრიდის მასტერსს მიადევნა თვალყური, რომელიც უნიჭიერესი ესპანელი ვარსკვლავის - კარლოს ალკარასის ტრიუმფით დასრულდა. 19 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა 2022 წელს რიგით მეოთხე ტიტული მოიპოვა. ალკარასმა მონტე-კარლოს შემდეგ, მიჯრით მეორე მასტერსის ტიპის ტურნირი მოიგო და განახლებულ საჩოგბურთო რეიტინგში მსოფლიოს მე-6 ნომრად მოგვევლინა. მადრიდის მასტერსის ფინალში, ალკარასის მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იყო, რომელმაც მატჩის შემდგომ კარლოსის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა | VIDEO 


 
View this post on Instagram
 

A post shared by Tennis TV (@tennistv)


"პირველ რიგში მინდა ჩემპიონს მივულოცო. ჩვენ გვყავს ახალი სუპერვარსკვლავი, რომელიც უამრავი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდება" "კარლოს, ამ წუთისთვის მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელი ხარ", - განაცხადა ალექსანდრ ზვერევმა. კარლოს ალკარასმა ჩემპიონობამდე ურთულესი გზა განვლო - ბასილაშვილი, ნორი, ნადალი, ჯოკოვიჩი და ზვერევი. 19 წლის ესპანელი პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც თიხისსაფარიან ტურნირზე, ერთდროულად ნადალისა და ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო.      

სხვა სტატიები