Belive

კაფელნიკოვი: "ერთი ადამიანის სიხარბე, ბევრ რუს დედას აატირებს"

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში რუსეთ-უკრაინის აწ უკვე მიმდინარე "ომია", რომელიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებების შედეგად დაიწყო. ზემოთხსენებული მოვლენა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის იდენტური სცენარით განვითარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჩოგბურთელმა ევგენი კაფელნიკოვმა გააკეთა, რომელიც 1999 წლის მაისში, მსოფლიო რეიტინგს ლიდერობდა.



"ერთი ადამიანის სიხარბე, დღევანდელი დღის შემდეგ ბევრ რუს დედას ცრემლებამდე მიიყვანს", -  წერს სოციალურ ქსელში ევგენი კაფელნიკოვი.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დღეს 24 თებერვალს, რუსულმა ჯარებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და საკუთარი ინიციატივით, მორიგი ომი დაიწყო.