ჯოკოვიჩს სხეული აღარ მიჰყვება | სერბი რეიტინგის 204-ე ნომერთან დამარცხდა
ნოვაკ ჯოკოვიჩი ფიზიკურ პრობლემებს ვეღარ უმკლავდება - 38 წლის სერბი ჩოგბურთელი, ამჯერად, შანხაის მასტერსის ფინალში ვერ გავიდა. ნახევარფინალში, ლეგენდამ, შეხვედრა რეიტინგის 204-ე ნომერ, მონეგასკ ვალენტინ ვაშეროსთან დათმო (3:6 | 4:6). მატჩი საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ ATP-ის 1000-ქულიანი მასტერსების ეპოქაში (1990 წლიდან), ვალენტინ ვაშერო ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელია, რომელმაც ფინალში გასვლა შეძლო. მას დამსახურება არ უნდა დაეკარგოს, თუმცა ფაქტია, რომ პირველ სეტში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ორჯერ მოითხოვა ფიზიოთერაპევტის დახმარება. ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ, ვალენტინ ვაშერო ამ ტურნირიდან მეტ საპრიზო თანხას მიიღებს, ვიდრე მთელი კარიერის განმავლობაში (597 000 დოლარი / იქამდე კარიერაში - 594 000 დოლარი).
ვაშერომ ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ფინალში დანიილ მედვედევსა და არტურ რინდერკნეხს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
The most successful player in the tournaments history departs with grace 👏
— Tennis TV (@TennisTV) October 11, 2025
Another week of Novak Djokovic doing the extraordinary was a joy to watch #RolexShanghaiMasters pic.twitter.com/0wWCL2YJUg
სხვა სტატიები
ნოვაკ ჯოკოვიჩმა უნიკალური რეკორდი დაამყარა
1 თვის წინ ჩოგბურთი
დიდი ნოვაკი!
3 კვირის წინ ჩოგბურთი