ჯოკოვიჩმა ძალები აღიდგინა | მატს ვილანდერი სერბის შესახებ კომენტარს აკეთებს
4 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
"ჯოკოვიჩი ძალიან ჯანსაღად გამოიყურებოდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ის თითოეულ ქულაზე მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული. ბოლო პერიოდში ცალსახა იყო, რომ ნოლეს ფიზიკური მზადყოფნა არ იყო სრულყოფილი, თუმცა კარაცევთან შეხვედრის შემდეგ, იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით - არავითარი სისუსთე, არანაირი დაზიანების ნიშანი. ვფიქრობ სერბი ფინალში საკმაოდ კარგ შეხვედრას ჩაატარებს", - აცხადებს ვილანდერი.ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ფინალში, სტეფანოს ციციპასისა და დანილ მედვედევის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.