Belive

ჯოკოვიჩი მონტე კარლოს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

2 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნოვაკ ჯოკოვიჩი, 2015 წლის ბოლო ტრიუმფის შემდეგ, მონტე კარლოს მასტერსის ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. სერბმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი ალექს დე მინაური დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრა 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა და ნოვაკმა 2 სეტში (7:5 | 6:4) მოიგო.

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ATP 1000-ის ტურნირებზე რეკორდულ, 77-ე ნახევარფინალში გავიდა და რაფაელ ნადალს გადაასწრო. ბადის მეორე მხრიდან, ნახევარფინალში ერთმანეთს იტალიელი იანიკ სინერი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან. ჯოკოვიჩი კი ფინალისტის ვინაობას კასპერ რუდთან შეხვედრაში გაარკვევს.

ჯოკოვიჩმა ხუთშაბათს ლორენცო მუსეტის წინააღმდეგ მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ აღიარა, რომ თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებდა, მაგრამ დიდი სლემის 24-გზის ჩემპიონს ჯერ სეტი არ წაუგია. ნოვაკს მონტე კარლოს ტიტული 2-ჯერ აქვს მოგებული და ბოლოს ეს 2015 წელს გააკეთა. ჯოკოვიჩი, რომელიც მაისში 37 წლის ხდება, დე მინაურის გავარდნის შემდეგ, ტურნირის ყველაზე ხანდაზმული ნახევარფინალისტი გახდა.