Belive

ინდიან უელსი | ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
აშშ-ში ინდიან უელსის 2022 წლის გათამაშება დაიწყო. უკვე ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქეც. ტურნირის გასული წლის ფინალისტი პირველ რაუნდში ისვენებდა, მეორე წრეში კი ის იტალიელ, ფაბიო ფონინის (36) დაუპირისპირდება. 34 წლის ჩოგბურთელმა თავისი შეხვედრა პაბლო ანდუხარ-ალბასთან 3 სეტში მოიგო. ფონინის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე კამერონ ნორისა (12) და პედრო მარტინესს (49) შორის გამარჯვებული იქნება. შეგახსენებთ, რომ ინდიან უელსის ფინალში ნიკოლოზი სწორედ კამერონმა დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში მე-18 ადგილზეა.

სხვა სტატიები