Belive

ინდიან უელსი | ბასილაშვილი ნორისთან მძიმე თამაშში დამარცხდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ინდიან უელსი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის დასრულებულია. დღეს, დილით, ქართველი ჩოგბურთელი კამერონ ნორისთან დამარცხდა. ინდიან უელსის 2021 წლის ტურნირის ფინალი ამჯერად 1/16 ფინალში გამეორდა - ნიკოლოზს ბრიტანელ ნორისთან რევანშის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ბასილაშვილმა 3 სეტში წააგო. 30 წლის მე-18 ჩოგანმა დაპირისპირება კარგად დაიწყო - პირველი სეტი ბასილაშვილის გამარჯვებით, 6:3 დასრულდა. მიუხედავად უპირატესობისა, ბასილაშვილმა ზედიზედ ორი სეტი დათმო - 3:6; 1:6 და ტურნირს გამოეთიშა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა Live რეიტინგში მე-20 პოზიციაზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები