Belive

იანიკ სინერი პირველია, ვინც ზედიზედ 5 მასტერსი მოიგო

5 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მადრიდის მასტერსის ფინალში, მაყურებელმა არათანაბარი თამაში იხილა - რეიტინგის პირველ ნომერს, იანიკ სინერს, მხოლოდ 58 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ალექსანდრ ზვერევი ორ სეტში (6:1 | 6:2) დაემარცხებინა. სინერმა კარიერაში პირველად მოიგო მადრიდის ღია პირველობის ტიტული.

ეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვების სერიაა სპორტის ისტორიაში - სინერი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელმაც ზედიზედ 5 მასტერსის ტიტული მოიგო და ასევე პირველი, ვინც წლის პირველი ოთხი 1000-ქულიანი ტურნირი დაიტოვა (ზედიზედ 23 მატჩი მოიგო).

2018 წელს, 31 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩოგბურთში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა დააფიქსირა, როცა გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ცხრავე მასტერსი მოიგო. ახლა სინერს მათგან რვა აქვს და 24 წლის ასაკში. მას ექნება შანსი, რომ ეს სერია საკუთარ მიწაზე დაასრულოს - შემდეგი რომის მასტერსია.