Belive

იაკუპოვიჩი: "სუნთქვის პრობლემა არასდროს მქონია"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისას სლოვენიელი ჩოგბურთელი შეუძლოდ გახდა. დალილა იაკუპოვიჩს მაღალი დაკვამლიანობის გამო სუნთქვის პრობლემა შეექმნა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მოგვიანებით სპორტსმენმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონია. "ძალიან შემეშინდა, რადგან შეიძლებოდა გონება დამეკარგა. ძირს ამიტომ დავჯექი, სიარული უკვე აღარ შემეძლო. ასთმა და ან სუნთქვის რაიმე პრობლემა არასდროს მქონია. ზოგადად, სიცხეც ძალიან მომწონს. ფიზიოთერაპევტი ჩამოვიდა და მეგონა ასე უკეთესი იქნებოდა. თუმცა, გათამაშებები იმდენად იწელებოდა, რომ სუნთქვა აღარ შემეძლო," - თქვა დალილა იაკუპოვიჩმა. აღნიშნულ ინციდენტს მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, ელინა სვიტოლინა გამოეხმაურა: "რატომ უნდა ვუცდიდეთ რაიმე ცუდს, რათა მივიღოთ საჭირო ზომები?"

 

სხვა სტატიები