Belive

GTP ტურის მორიგი ტურნირი ბათუმში

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
GTP Tour ანუ Georgian Tennis Players Tour არის ორგანიზაცია, რომელიც როგორც მოყვარულ, ასევე ყოფილ პროფესიონალ ჩოგბურთელთა შორის სამოყვარულო ხასიათის ტურნირებს ატარებს. ზემოთხსენებული ორგანიზაციის დამფუძნებლები აქტიურ რეჟიმში ცდილობენ, რომ ტურნირებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს. საყურადღებოა, რომ 2021 წელს უკვე ჩატარდა ტურნირი, რომელზეც საკმაოდ მასშტაბური საპრიზო ფონდი – 15,000 ლარი იყო გამოყოფილი და საყურადღებოა, რომ მომდევნო ტურნირს კიდევ უფრო დიდი საპრიზო ფონდი აქვს. ქალაქ ბათუმში, 23 აგვისტოს, სტარტს აიღებს GTP TOUR-ის მიერ ორგანიზებული მორიგი საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც პროფესიონალ და მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის გაიმართება. წყვილთა თანრიგში (Pro/Am) (ასაკი -50 წელი). მოყვარულთა შერჩევა GTP TOUR-ის საიტზე განთავსებული ერთეულთა და წყვილთა ჯამური რეიტინგის მიხედვით მოხდა. გასათვალისწინებელია, რომ 4 მოყვარულის შერჩევა მოხდება კვალიფიკაციიდან, რომელიც 20-21 აგვისტოს ქალაქ ბათუმში გაიმართება. როგორც პროფესიონალთა, ასევე მოყვარულთა ბადე, სრულად შევსებულია. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 16500 ლარს. ტურნირში მონაწილეობის ღირებულება 100 ლარი გახლდათ (ის პროფესიონალები რომლებიც ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავენ, გათავისუფლდება საწევრო გადასახადიდან). ძირითად ბადეში მოსახვედრ, მოყვარულ ჩოგბურთელთა კვალიფიკაციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 40 ლარს. ძირითად ბადეში მოსახვედრ, მოყვარულ ჩოგბურთელთა კვალიფიკაციის კენჭისყრა გაიმართება 19 აგვისტოს, ხოლო ძირითადი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება 21 აგვისტოს. მონაწილეთა საყურადღებოდ! იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მონაწილე ვერ შეძლებს ტურნირში მონაწილეობის მიღებას, დაუკავშირდით GTP TOUR-ის ადმინისტრაციას. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ GTP TOUR ადმინისტრაციას Facebook გვერდზე.

სხვა სტატიები