Belive

გორგოძისა და კალაშნიკოვას წყვილმა ბუდაპეშტის ტურნირი მოიგო

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ბუდაპეშტის 250-იანი ტურნირის (Hungarian Grand Prix) ფინალში ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილმა კატარჟინა პიტერისა (პოლონეთი) და კიმბერლი ციმერმანის (ბელგია) წყვილი სამ სეტში, ანგარიშით 1:6, 6:4, 10:6 დაამარცხა. ფინალური მატჩი 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ქართულმა წყვილმა ფინალამდე სამი შეხვედრის მოგება სეტის წაუგებლად შეძლო, ნახევარფინალში კი გორგოძემ და კალაშნიკოვამ ტურნირის მთავარი ფავორიტების - შუაი ჟანისა და ლაურა ზიგმუნდის წყვილთან იმარჯვეს. ბუდაპეშტის ტურნირამდე, ეკატერინესა და ოქსანას ბოლოს ერთად ნათამაშები 1 წლის წინ, პოლონეთში ჰქონდათ, სადაც ნახევარფინალში დამარცხდნენ.


სხვა სტატიები