Belive

გორგოძე უიმბლდონს მიღმა დარჩა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყარო 28 ივნისიდან 2021 წლის რიგით მე-3 დიდი სლემის ტურნირს - უიმბლდონს მიადევნებს თვალყურს, რომელშიც თანამედროვე ჩოგბურთის ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. უიმბლდონზე მონაწილეობისათვის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძეც იბრძოდა, რომელმაც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია, თუმცა მეორე რაუნდი ვეღარ გადალახა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გორგოძის ოპონენტი მსოფლიო რეიტინგის 118-ე ნომერი, 29 წლის, კრისტი ენი იყო, რომელთანაც 2-სეტში, ანგარიშით - 2:6; 3:6 დამარცხდა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ეკო გორგოძე ამ ეტაპისთვის მსოფლიო რეიტინგში 209-ე პოზიციას იკავებს. 2021 წელს მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია იმ მხრივ, რომ როლან გაროსის ძირითად ბადეში მოხვედრა შეძლო. Live.ge წარმატებებს უსურვებს ეკოს მის სამომავლო ასპარეზებში!

სხვა სტატიები