Belive

განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი | კაცები – TOP 20

1 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
საჩოგბურთო პუბლიკამ ბოლო კვირის განმავლობაში ცინცინატის მასტერსს მიადევნა თვალყური, რომელიც ხორვატი ჩოგბურთელის - ბორნა ჩორიჩის ტრიუმფით დასრულდა. საყურადღებოა, რომ ჩორიჩმა საჩემპიონო გზაზე, უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა - ლორენცო მუსეტი, რაფაელ ნადალი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, ფელიქს ოჟე-ალიასიმი, ქემერონ ნორი და სტეფანოს ციციპასი. ტრადიციულად, ახალი კვირის დაწყებასთან ერთად, გამოქვეყნდა განახლებული რეიტინგი სადაც უცნაური და საინტერესო ცვლილებებია:
  • მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრად კვლავ დანილ მედვედევია წარმოდგენილი, რომელმაც ცინცინატის მასტერსი ნახევარფინალურ სტადიაზე, ციციპასთან მარცხით დაასრულა. 
  • ალექსანდრ ზვერევი, რომელსაც 125 ქულა აკლდა მსოფლიო რეიტინგის პირველობამდე, 1,000 ქულით დაქვეითდა, ვინაიდან გასული წლის ცინცინატის მასტერსის ჩემპიონობა ვერ დაიცვა. 
  • სტეფანოს ციციპასი TOP 5-ში დაბრუნდა. 
  • ცინცინატის მასტერსის ჩემპიონმა, ბორნა ჩორიჩმა, რეიტინგში 123 ადგილით წაიწია წინ - ხორვატი მსოფლიოს 29-ე ნომერია.
  • კასპერ რუდი 2 საფეხურით დაქვეითდა. ნორვეგიელი, მსოფლიოს მე-7 ნომრადაა წარმოდგენილი.
  • ქემერონ ნორი TOP 10-ში შევიდა. 
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაქვეითდა, ქართველი 35-ე პოზიციას იკავებს.
პოზიცია მოთამაშე ქულა
1
No description available.
დ. მედვედევი 6,885
2
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 4
ა. ზვერევი 5,760
3
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 6
რ. ნადალი 5,630
4
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 6
კ. ალკარასი 5,190
5
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 3
ს. ციციპასი 4,890
6
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 1
ნ. ჯოკოვიჩი
4,770
7
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 10
კ. რუდი 4,695
8
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 11
ფ. ოჟე-ალიასიმი
3,625
9
No description available.
ქ. ნორი 3,415
10
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 12
ჰ. ჰურკაჩი 3,355
11
No description available.
ა. რუბლევი 3,120
12
No description available.
ტ. ფრიცი 3,090
13
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 7
ი. სინერი 3,020
14
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 6
პ. კარენო ბუსტა 2,375
15
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 7
მ. ბერეტინი
2,360
16
დ. შვარცმანი 2,200
17
No description available.
მ. ჩილიჩი
2,175
18
განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი (კაცები - TOP 20) 6
რ. ბაუტისტა აგუტი
1,840
19
No description available.
გ. დიმიტროვი 1,730
20
No description available.
ა. დე მინო 1,665
35
ნ. ბასილაშვილი
1,290

სხვა სტატიები