Belive

გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - მარიამ ბოლქვაძემ US Open-ზე პირველი შეხვედრა მოიგო

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელი, დარია სნიგური (207) 3-სეტიან ბრძოლაში - 7:5; 4:6; 6:4 მოიგო და მეორე წრეში გავიდა. უმძიმესი დაპირისპირება 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე მარიამმა მეტოქე 9-ჯერ დააბრეიკა, საკუთარი ჩაწოდება კი 8-ჯერ დათმო. მარიამ ბოლქვაძე US Open-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ემმა რადუჩანუს (150) დაუპირისპირდება

სხვა სტატიები