Belive

გამარჯვება ბაგნისთან - ბასილაშვილი ჟენევას ტურნირის 1/8-ფინალშია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟენევას 250-იანი ტურნირის პირველ წრეში ფაკუნდო ბაგნისი დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა 32 წლის არგენტინელს პირველი სეტი 6:4 მოუგო, რის შემდეგაც, ბაგნისმა შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და დანებდა. ნიკოლოზმა მსოფლიოს 98-ე ჩოგანს, საკუთარ ჩაწოდებაზე, ორი გეიმი მოუგო. ბასილაშვილი ჟენევას ტურნირის 1/8-ფინალში ჟოაო სოუზას (79) დაუპირისპირდება. გამოცდილმა პორტუგალიელმა თავისი თამაში პაბლო ანდუხარ-ალბასთან მოიგო. შეგახსენებთ, რომ 22 მაისიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე ითამაშებს. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ახლა მსოფლიო რეიტინგში 25-ეა.  

სხვა სტატიები