ეკო გორგოძე ესპანეთში, ვალენსიას W80 ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
დღეს საქართველოს პირველმა ქალმა ჩოგანმა ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი, არანტხა რუსი 3 სეტში - 7:6; 1:6; 6:4 დაამარცხა.
ეკომ 1/8-ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 55 წუთში მოიგო. აღსანიშნავია, რომ გორგოძემ მსოფლიოს 75-ე ნომრის დამარცხება მოახერხა. ნიდერლანდელ ჩოგბურთელს წელს 2 ტიტული ჰქონდა მოგებული.
ეკო მეოთხედფინალში დღეს უნგრელ, დალმა გალფისთან (138) ითამაშებს.