Belive

ეკო გორგოძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა - ეკო გორგოძემ, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ეკომ 21 წლის შვეიცარიელი - ლეონი კიუნგი სამ სეტში: 3:6; 6:1; 3:6 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში იასპარეზებს. გორგოძე ნახევარფინალურ შეხვედრას 12 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე, ავსტრალიელი - კიმბერლი ბირელის (740 ჩოგანი) წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები