Belive

ეკო გორგოძე ჩეხეთის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ეკო გორგოძე ჩეხეთში მიმდინარე ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს ქეით მაკნეილი (197) 2 სეტში - 6:4; 6:0 დაამარცხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გორგოძე 60-ათასიან ტურნირზე რეიტინგით პირველი ჩოგბურთელია. ეკო მეოთხედფინალში ავსტრალიელ, ლიზეტ კაბრერას (188) დაუპირისპირდება. ეკო გორგოძეს მიმდინარე წელს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. 30 წლის ქართველი მსოფლიო რეიტინგში 118-ე პოზიციაზეა.

სხვა სტატიები