Belive

დუბაის ტურნირი: ფედერერი კოლშრაიბერით იწყებს

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
25 თებერვალს დუბაიში, ATP-ის 500-იანი ტურნირი აიღებს სტარტს. როჯერ ფედერერი, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი, პირველ ეტაპზე გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება. შვეიცარიელი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზე ციციპასთან წაგებული მატჩის შემდეგ, პირველ შეხვედრას ჩაატარებს. დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა ფედერერმა კოლშრაიბერის წინააღმდეგ კარიერის მანძილზე 13 მატჩი ჩაატარა და მეტოქე ყველა მათგანში დაამარცხა.

სხვა სტატიები