Belive

დიმიტროვის შემდეგ კორონავირუსით ჩორიჩი დაინფიცირდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
4 წთ

ხორვატიაში, ადრიატიკის ტურზე ბორნა ჩორიჩთან მარცხის შემდეგ, გრიგორ დიმიტროვს კორონავირუსი დაუდგინდა. ჩორიჩთან წაგების შემდეგ, დიმიტროვი დაუყოვნებლივ მონაკოში მდებარე სახლში გაემგზავრა, სადაც თავი ცუდად იგრძნო, COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ტურნირის ხელმძღვანელმა გორან ივანიშევიჩმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და ადრიატიკის ტური გააუქმა. დაინფიცირების შემდეგ, დიმიტროვმა Instagram-ზე პოსტი განათავსა, სადაც ბოდიში მოუხადა ყველა იმ პირს ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა მათგანი ჩაიტარებდა ტესტს.

 
View this post on Instagram
 

Hi Everyone-I want to reach out and let my fans and friends know that I tested positive back in Monaco for Covid-19. I want to make sure anyone who has been in contact with me during these past days gets tested and takes the necessary precautions. I am so sorry for any harm I might have caused. I am back home now and recovering. Thanks for your support and please stay safe and healthy. GD

A post shared by Grigor Dimitrov (@grigordimitrov) on

ბორნა ჩორიჩი პირველი ჩოგბურთელია, რომელსაც დიმიტროვის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას eurosport.com-ი ავრცელებს. COVID19-ით დაინფიცირების თაობაზე, ჩორიჩმა Instagram-ზე განთავსებული პოსტით განაცხადა. დიმიტროვის მსგავსად, ჩორიჩმაც ბოდიში მოიხადა და იმედი გამოთქვა, რომ მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი ჩაიტარებდა ტესტს. "მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ, რომ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ვიმედოვნებ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩემთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი ჩაიტარებს ტესტირებას. ბოდიშს ვიხდი, თუ უნებლიეთ რომელიმე თქვენგანს ზიანი მოგაყენეთ. თავს კარგად ვგრძნობ და სიმპტომები არ გამაჩნია. დარჩით უსაფრთხოდ და ჯანმრთელები", - აღნიშნულია ბორნა ჩორიჩის განცხადებაში.
 
View this post on Instagram
 

Pozdrav svima, zelim vas informirati da sam pozitivan na Covid-19. Molim svih koji su bili u kontaktu sa mnom zadnjih nekoliko dana da se testiraju. Jako mi je zao ako sam prouzrocio bilo kome problem. Dobro se osjecam i nemam simptome. Cuvajte se. Saljem svima puno ljubavi!

A post shared by Borna Coric (@bornacoric) on

დიმიტროვისა და ჩორიჩის დაინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი შესაძლოა ადრიატიკის ტურზე მოასპარეზე სხვა ვარსკვლავებსაც აღმოაჩნდეთ. ბელგრადის ერთ-ერთ ღამის კლუბში დიმიტროვი ჯოკოვიჩთან, ზვერევთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად შენიშნეს. დიმიტროვმა მათთან ერთად კალათბურთიც ითამაშა. ნოვაკ ჯოკოვიჩის ძმის - ჯორჯეს მტკიცებით, რომელიც ადრიატიკის ტურის დირექტორია, დიმიტროვთან კონტაქტში მყოფ ყველა ჩოგბურთელს უახლოეს პერიოდში ტესტირება ჩაუტარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, საჩოგბურთო ტურნირები მსოფლიოს მასშტაბით შეჩერებულია. ადრიატიკის ტური ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებით მიმდინარეობდა და იგი საქველმოქმედო მიზნებს ემსახურებოდა.

სხვა სტატიები