Belive

როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალს ავსტრალიის ღია პირველობის მოგება მიულოცა

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
გრანდ სლემების 20-გზის გამარჯვებულმა, როჯერ ფედერერმა, სოციალური ქსელის საშუალებით რაფაელ ნადალს ავსტრალიის ღია პირველობის მოგება მიულოცა:
,,ჩემს მეგობარსა და დიდებულ მეტოქეს, რაფაელ ნადალს გულითადად ვულოცავ, რომ გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც 21 გრანდ სლემი აქვს მოგებული. რამდენიმე თვის წინ, იმაზე ვხუმრობდით, რომ ცოტა ხანში ორივეს ყავარჯნები დაგვჭირდება. საოცრებაა! ყოველთვის დააფასეთ ნამდვილი ჩემპიონი. შენი შეუდარებელი სპორტული ეთიკა, თავდადება და საბრძოლო ჟინი შთამაგონებელია ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში. ამაყი ვარ, რომ ამ ეპოქას შენთან ერთად ვიზიარებ და უდიდესი პატივია ჩემთვის, რომ მეც, ისევე როგორც შენ, უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ერთმანეთს ვუბიძგებდით კიდევ უფრო მეტისთვის მიგვეღწია. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელოდება. ამჯერად კი ამ მოგებით დატკბი!'' - წერს შვეიცარიელი ინსტაგრამის პირად გვერდზე.
კაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი, რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც ფინალში დანილ მედვედევი (2) 5 სეტში, ანგარიშით 2:6, 6:7, 6:4, 6:4, 7:5 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება 5 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. 35 წლის ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე კარიერაში მეორედ იმარჯვა, გრანდ სლემის ჩემპიონი კი 21-ედ გახდა, რითაც ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს გადაუსწრო.

სხვა სტატიები