Belive

ფედერერი: ,,ეს იყო იდეალური მოგზაურობა, ყველაფერს გავიმეორებდი''

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, კარიერის ბოლო მატჩისშემდგომ ინტერვიუში ემოციურად ისაუბრა:

,,საოცარი დღე გამოვიდა. ბიჭებს ვუთხარი, რომ მიხარია და მოწყენილი არ ვარ. აქ ყოფნა ძალიან კარგია! ფეხსაცმლის თასმების შეკვრით სიამოვნება კიდევ ერთხელ მივიღე, მაგრამ დღეს ბოლო დღე იყო...

სტრესი თითქმის არ მიგრძვნია, რადგან ჩემი ახლობლები და მეგობრები აქვე არიან. ერთადერთი, რისიც მეშინოდა ის იყო, რომ ტრავმა არ მიმეღო. თუმცა, მიხარია, რომ ამ მხრივაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მატჩიც შესანიშნავი იყო. რაფასთან თამაში, ასეთ ლეგენდებთან ერთ გუნდში ყოფნა...

ეს იყო იდეალური მოგზაურობა, ყველაფერს გავიმეორებდი,'' - განაცხადა ფედერერმა.

როჯერ ფედერერმა კარიერის ბოლო შეხვედრა რაფაელ ნადალთან წყვილში ლეივერის თასზე ჩაატარა.

ფედერერს კარიერაში 20 გრანდ სლემი აქვს მოგებული, რითაც მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩსა (21) და რაფაელ ნადალს (22) ჩამორჩება.

_________________________________________________________________________________________

ფედერერი/ნადალი Vs ტიაფო/სოკი (მიმოხილვა)

ფედერერის კარიერის ბოლო მატჩის შემდეგ, ნადალმა ცრემლები ვერ შეიკავა

_________________________________________________________________________________________

სხვა სტატიები