Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა შორის უიმბლდონის 1/8-ფინალში გავიდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
წყვილთა თანრიგში, უიმბლდონის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა და რადუ ალბოტმა (მოლდოვა) დიეგო ჰიდაიგოსა და კრისტიან როდრიგესის წყვილს ხუთ სეტში, ანგარიშით 6:4, 2:6, 3:6, 7:6, 7:5 მოუგეს და ტურნირის მერვედფინალში გავიდნენ. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილისა და ალბოტის მეტოქეები, კოლუმბიელები - რობერტ ფარა და ხუან სებასტიან კაბალი იქნებიან. ფარას და კაბალს 2019 წელს უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა აქვთ მოგებული, 2018 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშიც უასპარეზიათ. მერვედფინალური შეხვედრა ხვალ, 14:00 საათზეა ჩანიშნული. ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ერთეულთა თანრიგში ორი რაუნდი გაიარა და 1/16-ფინალში მსოფლიოს 104-ე ჩოგანთან, ტიმ ვან რაიტოვენთან წააგო. წყვილთა შორის უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონები ნიკოლა მეკტიჩი და მატე პავიჩი არიან, რომლებმაც შარშან ფინალში მარსელ გრანოლერსი და ორასიო სებალიოსი დაამარცხეს.

სხვა სტატიები