Belive

მეშვიდედ კარიერაში - ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მოიგო

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ნიკ კირიოსი (40) ოთხ სეტში, ანგარიშით 4:6, 6:3, 6:4, 7:6 დაამარცხა და ტურნირის მოგება ზედიზედ მეოთხედ, კარიერაში კი მეშვიდედ შეძლო. ფინალური შეხვედრა 3 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა უიმბლდონის მოგებით 2 000 000 ფუნტი გამოიმუშავა,  კირიოსმა კი 1 050 000 ფუნტი მიიღო. ჯოკოვიჩს დღევანდელი გამარჯვებით კარიერაში 21 მოგებული დიდი სლემის ტურნირი დაუგროვდა, რითაც 35 წლის ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერს (20) გადაუსწრო და ახლა მხოლოდ რაფაელ ნადალს (22) ჩამორჩება. უიმბლდონის მოქმედი ჩეპიონი სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, სერბმა 2021 წელს ფინალში მატეო ბერეტინის აჯობა.


სხვა სტატიები