პირველად კარიერაში - იგა სვიონტეკმა US Open მოიგო
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქალთა შორის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი – იგა სვიონტეკი (პოლონეთი) გახდა, რომელმაც ფინალში ონს ჟაბურს (ტუნისი, 5) 2 სეტში, ანგარიშით 6:2, 7:6 მოუგო.
ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.
სვიონტეკმა US Open-ის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 600 000 დოლარი გამოიმუშავა, ჟაბურმა კი 1200 ქულა და 1 300 000 დოლარი მიიღო.
იგა გრანდ სლემების გამარჯვებული კარიერაში მესამედ გახდა – მსოფლიოს პირველს ჩოგანს ორჯერ როლან გაროსი აქვს მოგებული.
ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ემა რადუკანუ იყო, რომელმაც შარშან ფინალში ლეილა ფერნანდესი დაამარცხა.
🇵🇱🇵🇱🇵🇱🇵🇱🇵🇱🇵🇱🇵🇱🇵🇱🇵🇱🇵🇱🇵🇱
— US Open Tennis (@usopen) September 10, 2022
History once again for Poland! pic.twitter.com/ILLPPDIa5H