Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ამერიკის ღია პირველობის 1/64-ფინალში მსოფლიოს 35-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინელ მეტოქესთან, იბინ ვუსთან, (174) სამ სეტში, ანგარიშით 3:6, 4:6, 0:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩი 1 საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.

მომდევნო ეტაპზე ვუს მოწინააღმდეგე ბენ შელტონისა (165) და ნუნო ბორგესის (104) დაპირისპირებაში ირკვევა. ჩოგბურთებელს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელი მარცხი ბასილაშვილისთვის ზედიზედ მეექვსეა, ნიკოლოზმა აქამდე რაიტოვენთან, გასტონთან, კარაცევთან, მაკდონალდთან და მონტეიროსთან წააგო.

ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი დანილ მედვედევია, რომელმაც შარშან ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.

სხვა სტატიები