Belive

დღის გამორჩეული მატჩები

5 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
გთავაზობთ დღეს 30-31 აგვისტოს ამერიკის ღია პირველობაზე გასამართ გამორჩეულ მატჩებს:  
  • ბენუა პერი Vs როჯერ ფედერერი
მატჩის ფავორიტი, რა თქმა უნდა, როჯერ ფედერერია. მაესტრომ წინა თამაში იაპონელ ნიშიოკას 3 სეტში, მარტივად 6:2, 6:2, 6:4 მოუგო, რაც კიდევ უფრო ამყარებს დღევანდელ მატჩში მის ფავორიტობას. მისი ასაკიდან გამომდინარე როჯერი აუცილებლად ეცდება, რომ თამაში მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაასრულოს ტრიუმფით. რაც შეეხება ბენუას, მის ფორმაში ყოფნასთან დაკავშირებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არასტაბილურია. ფრანგს გასული 10 თამაშიდან 7 წაგებული აქვს. ამერიკის ღია პირველობაზე პერი პირველ რაუნდში ავსტრიელ დენის ნოვაკს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 4 სეტში დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში როჯერის უპირატესობა ცალსახაა, მათ შორის გამართულ 6 მატჩში როჯერს არცერთი არ დაუთმია მოწინააღმდეგისათვის, პირიქით, მხოლოდ 1 სეტი აქვს წაგებული. თამაში დღეს 21:30 საათზე დაიწყება.  
  • გაელ მონფილსი Vs კეი ნიშიკორი
  მატჩის ფავორიტად იაპონელი მოთამაშე მოიაზრება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის ამჟამინდელ ფორმას და არასტაბილურობას ამის თქმა ცოტა რთული იქნება, მითუმეტეს როდესაც მის პირისპირ გამოცდილი ფრანგი იდგება. პირველი მატჩი იაპონელმა ჩოგბურთელმა ახალგაზრდა გერმანელ მაქსიმილიან მარტერერთან გამართა, რომელშიც 3 სეტში მარტივად გაიმარჯვა. გაელ მონფილსმა ამერიკის ღია პირველობაზე, საკუთარი პირველი მატჩი არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისთან 4 სეტიან ბრძოლაში გამარჯვებით დაასრულა, პირველ და მეორე სეტში ფრანგი არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცაღა დასკვნითი 2 სეტი მოწინააღმდეგეს მშრალად 6:0, 6:0 მოუგო. ურთიერთშეხვედრებში ცალსახაა კეი ნიშიკორის უპირატესობა, 5 მატჩიდან 4 კეის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელი მატჩი ამ ორ ჩოგბურთელს შორის 1 წლის წინ ჩატარდა, რომელიც მონფილსმა მოიგო. თამაში 31 აგვისტოს 00:00 საათზე დაიწყება.  
  • ალექს დე მინაური Vs ფრენსის ტიაფო
  სპეციალისტების აზრით მატჩის ფავორიტი არ არსებობს და შანსები ზუსტად თანაბრადაა განაწილებული. მატჩი გამორჩეულია იმით, რომ ერთმანეთს თანამედროვე ჩოგბურთის ორი მომავალი „იმედი“ უპირისპირდება. 19 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინაური მსოფლიო რეიტინგის 45-ე პოზიციას იკავებს და სულ რაღაც 1 საფეხურით ჩამორჩება 20 წლის ამერიკელ ფრენსის ტიაფოს. ორივე მოთამაშეს ამერიკის ღია პირველობამდე 2-2 წაგება აქვს, დე მინაურმა US OPEN-ის პირველ რაუნდში ტარო დანიელი გაანადგურა 3 სეტში 6:0, 6:1, 6:2. ფრენსის ტიაფომ პირველ რაუნდში ფრანგი ადრიან მანარინო 4 სეტში დამაჯერებლად დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში ალექს დე მინაური აქამდე გამართული ერთი თამაშის გამარჯვებულია. მატჩი 31 აგვისტოს 03:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები