Belive

დე მინო იძულებითი ტრავმის გამო უიმბლდონს მოეხსნა - ჯოკოვიჩი 1/2-ფინალშია!

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უიმბლდონი დასკვნით ფაზაში შედის და 10 ივლისს 1/4-ფინალური მატჩები უნდა გამართულიყო, თუმცა ჯოკოვიჩისა და ალექს დე მინოს დაპირისპირება, ავსტრალიელი ჩოგბურთელის იძულებითი ტრავმის გამო აღარ შედგება, შესაბამისად ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა.

ავსტრალიელი პირველი ჩოგანი, რომელიც კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, ორშაბათს, უიმბლდონის მეოთხე რაუნდის მატჩში არტურ ფილსთან მატჩის დროს ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ 1/4-ფინალისთვის მან ტრავმა ვერ მოირჩინა.

ამრიგად, უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონი - ნოვაკ ჯოკოვიჩი გადის ნახევარფინალში, სადაც ის ფრიცი Vs. მუსეტის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მეორე ნახევარფინალური წყვილი კი დანილ მედვედევი - კარლოს ალკარასი იქნება. მატჩი 11 ივლისს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები