Belive

დანილ მედვედევი ინფიცირებულია - რუსი მონტე კარლოს მასტერსიდან მოეხსნა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მონაკოს დედაქალაქ მონტე კარლოში, სტარტი აიღო მონტე კარლოს მასტერსმა, რომელიც 11-18 აპრილს გაიმართება. მონაკოში პირველი საგრუნტო მასტერსი დაიწყო და მასში მონაწილეობას თითქმის ყველა ATP-ის უმაღლესი დონის ვარსკვლავი იღებს. სულ ცოტახნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ტურნირს მოეხსნა მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი - დანილ მედვედევი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მედვედევმა გუშინ გრუნტის მეფესთან - რაფა ნადალთან ერთად ივარჯიშა და საფრთხე შეიძლება მასაც შეექმნას. ამის შესახებ რუსმა ჩოგბურთელმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა: "ჩემთვის ეს ფაქტი დიდი იმედგაცრუებაა. მონტე კარლოში მონაწილეობა ძალიან მინდოდა, თუმცა რას ვიზამთ. ახლა ჩემი მთავარი მიზანია რომ მალე გამოვჯანმრთელდე და ვარჯიშს დავუბრუნდე".

სხვა სტატიები