Belive

ჩოგბურთს ახალი მსოფლიოს პირველი ნომერი ჰყავს

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საინტერესოა, რომ გუშინდელი დღის ცენტრალური მოვლენა რაფაელ ნადალისა და ფერნანდო ვერდასკოს შეხვედრაა, რეალურად კი ეს დაპირისპირება საერთოდ არ შემდგარა. სამწუხაროდ, მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, რაფაელ ნადალმა კორტზე გამოსვლა ვერ მოახერხა, რამაც მას 180 სარეიტინგო ქულა ავტომატურად დააკლო, რომელიც წინა წელს ჰქონდა მოპოვებული – ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი მომავალი კვირიდან მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდება. ნოლე პარიზის მასტერსზე ასპარეზობას განაგრძობს, სადაც 1/8-ფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე დამირ ძუმჰური იქნება. ნოლეს პირველ ჩოგნობას ინტერნეტში საინტერესო კარიკატურით გამოეხმაურნენ:

 

სხვა სტატიები