Belive

ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობაზე უშანსოდ დამარცხდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დღეს, გამთენიისას, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა მარიამ ბოლქვაძემ გამართა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 141-ე ჩოგანი, კაროლინა დოლეჰაიდი გახლდათ. პერსპექტიულ ამერიკელთან მარიამი 2 სეტში - 3:6; 2:6 დამარცხდა. დაპირისპირება 1 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. მარიამ ბოლქვაძე კაროლინასთან თამაშში 4-ჯერ დაბრეიკდა. პირველ სეტში 22 წლის ქართველმა ერთი უკუბრეიკის შესრულება მოახერხა, თუმცა წინ გასვლა ვეღარ გავიდა. აღსანიშნავია, რომ უნებლიე შეცდომების რაოდენობით (მარიამს 20, კაროლინას - 19) თითქმის თანაფარდობა იყო, თუმცა დოლეჰაიდმა თამაშში ბოლქვაძეზე 15-ით მეტი (11), 26 ვინერსი შეასრულა. სწორედ ეს გახდა მარიამ ბოლქვაძის მარცხის მთავარი მიზეზი. ახალგაზრდა ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 164-ე ჩოგანია.  

სხვა სტატიები