ბასილაშვილმა ტურნირი ვერ დაიცვა – ნიკა პირველივე ეტაპზე დამარცხდა

საქართველოს #1 ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, დოჰას 250-ქულიანი შეჯიბრის პირველივე ეტაპიდან გამოვარდა და ტურნირი ვერ დაიცვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2022 წელს დოჰას 250-ქულიანი შეჯიბრის გამარჯვებული გახდა და მან ფინალში, ესპანელი – ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

2023 წლის დოჰას შეჯიბრზე კი ნიკოლოზმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, რადგან მას შეჯიბრის ორგანიზატორებმა “უაილდ ქარდი” არ მისცეს. საქართველოს #1-მა ჩოგანმა საკვალიფიკაციო ეტაპიც ვერ გადალახა, თუმცა “იღბლიანი დამარცხებულის” სტატუსით შეჯიბრის ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც პირველ რაუნდში ფრანგ – ალექსანდრე მიულერს შეხვდა.

სამწუხაროდ ქართველმა ჩოგბურთელმა 3-სეტიან დაძაბულ ბრძოლაში მატჩი დათმო (6:7; 7:6; 4:6) და შეჯიბრს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.

ბასილაშვილმა ტურნირი ვერ დაიცვა – ნიკა პირველივე ეტაპზე დამარცხდა

სტატიის ავტორი
-