Belive

ბასილაშვილმა სანდერლენდის 25-ქულიანი ტურნირის პირველ ეტაპზე გაიმარჯვა

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ინგლისის ქალაქ სანდერლენდში ITF-ის 25-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას საქართველოს მეორე ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში ურეიტინგო ბრიტანელ - პატრიკ ფოლის, ორ სეტში 7:6, 6:4 მოუგო და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

1/8-ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, შეჯიბრის პირველ ნომრად განთესილ ფრან ჩოგბურთელ - დენ ადედსა და იტალიელ - ფაუსტო ტაბაკოს შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის დღევანდელი ბრიტანელი მეტოქე ურეიტინგო ჩოგბურთელი იყო - უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, 28 წლის პატრიკ ფოლის არც ATP და არც ITF შეჯიბრებზე მსოფლიო რეიტინგი არ გააჩნია.


სხვა სტატიები