Belive

ბასილაშვილმა ფრიცი მეორედ ვეღარ დაამარცხა - ნიკოლოზი დუბაის ტურნირს გამოეთიშა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დუბაიში მიმდინარე ATP 500-იანი ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტეილორ ფრიცს (30) დაუპირისპირდა. ქართულ-ამერიკული ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 2 საათიანი დაპირისპირება და 3 სეტიანი შეხვედრა საბოლოოდ ტეილორის გამარჯვებით, 4:6; 6:3; 7:6 დასრულდა. ბასილაშვილმა პირველი სეტის მოგება მეტოქის ჩაწოდებაზე მოგებული 1 გეიმის წყალობით მოახერხა, რის შემდეგაც ფრიცი საკმაოდ გააქტიურდა. 23 წლის ჩოგბურთელმა ეისებით ნიკოლოზს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მას მეორე სეტში 9, მესამეში - 13, ჯამში კი 26 ეისი ჰქონდა. კარგი ჩაწოდებების წყალობით, ახალგაზრდა ამერიკელმა ბასილაშვილს შანსი აღარ დაუტოვა. სამწუხაროა, რომ ბასილაშვილს ფრიცის დაბრეიკების შანსი 8-ჯერ ჰქონდა, თუმცა 7 შემთხვევაში ამერიკელმა გეიმის მოგება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელები ერთმანეთს სულ რამდენიმე დღის წინ, დოჰას ტურნირის ნახევარფინალში შეხვდნენ. მაშინ ნიკოლოზმა მარტივად, 2 სეტში გაიმარჯვა.  

სხვა სტატიები