Belive

ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირის პირველ წრეში გაიმარჯვა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (30) გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე 500-იანი ტურნირის პირველ წრეში მოიგო. ქართველი ჩოგბურთელი დღეს ჟილ სიმონს (71) დაუპირისპირდა და მეტოქე 3 სეტში - 6:1; 3:6; 6:4 დაამარცხა. ნიკოლოზმა თამაშის საწყის ეტაპზე 36 წლის ფრანგი ორჯერ დააბრეიკა და პირველი სეტის მოგება ქართველს არ გასჭირვებია. ამის შემდეგ სიმონი გააქტიურდა, ბასილაშვილმა კი შეცდომების დაშვება დაიწყო. 29 წლის ქართველმა მეორე სეტის მიწურულს საკუთარი ჩაწოდება დათმო და სეტი ვეღარ გადაარჩინა. უკანასკნელ სეტში ჩოგბურთელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. თითქოს, გამარჯვებულის ვინაობა ტაიბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, თუმცა ბოლო გეიმში ნიკოლოზმა სიმონის ჩაწოდებაზე მოიგო და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე იანიკ ჰანფმანსა (99) და არტურ რინდერკნეხს (119) შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები