Belive

ბასილაშვილის მეტოქე ინდიან უელსზე ცნობილია

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდიან უელსის მასტერსმა აიღო სტარტი. ცნობილი გახდა, თუ ვის დაუპირისპირდება ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ტურნირის მე-2 რაუნდში. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ინდოელი პრანეშ გუნესვარანი იქნება. ის მსოფლიოს 97-ე ჩოგანია და ინდიან უელსის პირველ რაუნდში ბენუა პაირე (69) 2 სეტში დაამარცხა - 7:5; 6:4. ინფორმაციისთვის, გეტყვით, რომ ATP ინდიან უელსის ტურნირი 1000-იანთა თანრიგიდანაა. მასტერსის საპრიზო ფონდი 9 მილიონ დოლარს შეადგენს.

სხვა სტატიები