Belive

ბასილაშვილის მეტოქე დუბაის ტურნირზე ცნობილია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
24 თებერვალს, დუბაიში, ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირი აიღებს სტარტს, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს. ქართველი ჩოგბურთელი ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე რიკარდას ბერანკისს დაუპირისპირდება. მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფ ბერანკისს ნიკოლოზთან ურთიერთშეხვედრაში უპირატესობა აქვს. ჩოგბურთელები ერთმანეთს 2014 წელს, ბუდაპეშტისა და იტალიის ტურნირებზე შეხვდნენ, საიდანაც ორივე გამარჯვება ლიეტუველს დარჩა. დუბაის ტურნირის შარშანდელ გათამაშებაში ბასილაშვილმა მეოთხედფინალს მიაღწია, თუმცა იქ ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გასამართ ტურნირზე მონაწილეობას უძლიერესი ჩოგბურთელები მიიღებენ: ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტეფანოს ციციპასი, ფაბიო ფონინი, კარენ კაჩანოვი, გაელ მონფილსი, ანდრეი რუბლევი და რობერტო ბაუტისტა-აგუტი.

სხვა სტატიები