Belive

ბასილაშვილის მეტოქე დუბაის ტურნირის 1/4 ფინალში ცნობილია

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, დუბაის ტურნირის მე-3 დღე დასრულდა. უკვე გარკვეულია ყველა მეოთხედფინალური წყვილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი (19) აღნიშნულ ეტაპზე ბორნა ჩორიჩს (13) დაუპირისპირდება. ხორვატმა ჩოგბურთელმა რთულ ბრძოლაში ტომაშ ბერდიხი (88) დაამარცხა - 1:6; 6:1; 7:6. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა მერვედფინალში მსოფლიოს მე-18 ჩოგბურთელს, ბაუტისტა აგუტს მოუგო - 6:7; 6:4 6:3. ჩორიჩსა და ბასილაშვილს შორის თამაში ხვალ დაახლოებით, 9 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები