Belive

ბასილაშვილის დამაჯერებელი გამარჯვება - ქართველი ბასტადის ტურნირის 1/8-ფინალშია

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბასტადის ტურნირზე ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალში ბრიტანელი, იან ჩოინსკი 2 სეტში (6:4, 7:6) დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი (135) ბასტადის ტურნირის 1/8-ფინალში, არგენტინელ ტიაგო აგუსტინ ტირანტეს დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგში 61-ე პოზიციას იკავებს. მატჩი 15 ივლისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

შვედეთის ღია პირველობის საპრიზო ფონდი €612,620 ევროს შეადგენს. ასევე, გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულასაც გამოიმუშავებს.

სხვა სტატიები