Belive

ბასილაშვილი ზვერევთან დამარცხდა | ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიადას გამოეთიშა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. საქართველოს ტოკიოში 35 ლიცენზიანტი ეყოლება, საიდანაც ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო, რომელიც ოლიმპიადის მესამე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერს, ალექსანდრ ზვერევს შეხვდა. ქართველისა და გერმანიის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით რუსი ჩოგბურთელის მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით შეხვედრის მეორე სეტში, როდესაც ბასილაშვილმა 3 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და უმნიშვნელოვანეს დროს უკუ-ბრეიკის გაკეთება შეძლო. საბოლოოდ თამაში 1 საათსა და 39 წუთში, 2-სეტში, ანგარიშით 6:4; 7:6(5), ზვერევის გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო ეტაპზე ზვერევის სავარაუდო მეტოქე ჟერემი შარდი იქნება.

სხვა სტატიები