Belive

ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანს შეხვდება

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე შანხაის მასტერსის მე-3 წრეში ცნობილია. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-5 ჩოგანს, დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება. ავსტრიელმა მოთამაშემ დღეს თავისი შეხვედრა კარენო-ბუსტასთან 2 სეტში მოიგო. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა ჩინეთის ტურნირის პირველ წრეში რადუ ალბოტს აჯობა, შემდეგ კი ბენუა პერი დაამარცხა. ბასილაშვილი ტიმს შანხაიმდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მაშინ ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 2 სეტში სძლია. ნიკოლოზ ბასილაშვილისა და დომინიკ ტიმის თამაში ხვალ 13:30-ზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები