საქართველოს #1 ჩოგბურთლი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, კორტზე დაბრუნდა. კალიარის თიხის საფარიან შეჯიბრზე ნიკოლოზის მეტოქე, ავსტრალიელი – თანასი კოკინაკისი, იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2 სეტიან დაპირისპირებაში 6:4; 6:3 დამარცხდა და შეჯიბრს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.
თანასი კოკინაკისი კი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც იტალიელებს შორის – ჩეკინატოსა და პასაროს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლოს 20 მარტს, მიამის მასტერსზე ჰქონდა ნათამაშები, სადაც ბრაზილიელ ჩოგბურთელთან – ფელიპე მელიგენ ალვეშთან სამსეტიან დაპირისპირებაში დამარცხდა.