Belive

ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსს გამოეთიშა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე "ინდიან უელსის მასტერსი" ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარუმატებელი გამოდგა. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი "ინდიან უელსს" პირველივე წრეში გამოეთიშა.

1/64-ფინალურ ეტაპზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 66-ე პოზიციაზე მყოფ პედრო კაჩინს დაუპირისპირდა და 2 სეტში (7:5,6:3) დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მესამე გეიმში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრეიქის შესრულება შეძლო და დაწინაურდა, თუმცა არგენტინელმა მატჩის სადავეები მალევე იგდო ხელთ და სეტის მის სასარგებლოდ დასრულება შეძლო. მეორე სეტი ასევე კაჩინის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები